воскресенье, 21 мая 2017 г.

ტრენინგის მეცხრე დღე


     ტრენინგის  მეცხრე  დღეს  გავაკეთეთ პრეზენტაცია   ჩვენ მიერ განსახორციელებელი პროექტების გეგმების, რამდენიმე მასწავლებელმა გადაწყვიტა   დაიწყოს  პროექტის განხორციელება, პრეზენტაციის დროს ვურჩიეთ ერთმანეთს  რომელი აქტივობა  უფრო საინტერესოს გახდიდა  მოსწავლეთა ჩართულობას , ძალიან მომეწონა რამოდენიმე მასწავლებლის პროექტი;" რატომ წიგნი?"  "სიკეთე თუ ბოროტება" ..... . ვფიქრობ , პროექტები აქტუალურია და ბევრის მიმცემი.    სხვადასხვა სამოტივაციო პირობის მიცემით  მოსწავლეებს გაუჩნდებათ სურვილი  იკითხონ  დამატებით ლიტერატურა,  გამოუმუშავდებათ   წიგნის კითხვის უნარი . ასევე გაითავისონ და დაფიქრდნენ სიკეთისა და ბოროტების არსზე. ეს პროექტიები აუცილებლად განუვითარებთ მოსწავლეებს, როგორც დამოუკიდებელი აზროვნების, ასევე  წაკითხულის გააზრების,სოციალურ უნარებს.
   განსაკუთრებული  მადლობა მინდა გადავუხადო  ქალბატონ ქეთის ასეთი საინტერესო შეხვედრებისთვის,რა თქმა  უნდა გარკვეული მოლოდინი  მქონდა ამ ტრენინგისგან,მაგრამ მისი დაუზოგავი ენერგიისა და მცდელობის შედეგად, მიღებულმა  ცოდნამ ყოველგვარ   მოლოდინს გადააჭარბა. ვფიქრობ მივიღეთ  ძალიან  კარგი რჩევები და შვიძინეთ საჭირო  ცოდნა, როგორ ვწეროთ პროექტი ელექტრონული ფორმატით,  შეძენილ ცოდნას გავუზიარებთ კოლეგებსაც.

воскресенье, 14 мая 2017 г.

ტრენინგის მერვე დღე

გავეცანი ფასილიტაციის არსს და მნიშვნელობას და მოვამზადე რესურსი მოსწავლისთვის.მოვაწესრიგე პროექტის პორტფოლიო და ავტვირთე  ჯერ დრაივში და შემდეგ ბლოგზე.

суббота, 13 мая 2017 г.

ტრენინგის მეშვიდე დღე

გავიმეორე  მეექვსე მეცადინეობის ძირითადი საკითხები, გავერკვიე ,თუ როგორ უნდა გავითვალისწინო ყველა მოსწავლის საჭიროება .დავასრულე  პროექტის გეგმაზე მუშაობა.

пятница, 12 мая 2017 г.

ტრენინგის მეექვსე დღე

გამეორების შემდეგ გავაკეთეთ მოსწავლის პრეზენტაცია ,გავეცანით პროექტის შეფასების რუბრიკებს,საშინაო დავალების შესასრულებლად  გადავხედეთ  სხვადასხვა  გეგმის ნიმუშებს 

вторник, 9 мая 2017 г.

ტრენინგის მეხუთე დღე

 .განვლილი მასალის გამეორების შემდეგ ვისწავლეთ გამოყენებული ლიტერატურის შამობლონის გამოყენება.გავაგზავნეთ კომენტარები კოლეგების ბლოგებზე,ვიმუშავეთ   მოსწავლის ბლოგში  და დავამატეთ რამდენიმე გაჯეტი.

воскресенье, 30 апреля 2017 г.

ტრენინგის მეოთხე დღე

გამეორების შემდეგ გავეცანით შეფაასების სხვადასხვა მეთოდებს.ასევე დროში გავწერეთ პროექტის შეფასების გეგმა.გავაკეთეთ პროექტის პორთფოლიოს პრეზენტაცია.

суббота, 29 апреля 2017 г.

ტრენინგის მესამე დღე

ვიმუშავე პროექტის გეგმაზე.დავაკოპირე სტანდარტი .ეს ყველაფერი დამეხმარება ხარისხიანი გაკვეთილის გეგმის დაწერაში

воскресенье, 23 апреля 2017 г.

ტრენინგის მეორე დღე

განვიხილეთ საშინაიო დავალება-პროექტის სახელწოდება,გამოვკვეთეთ პრობლემა,გადაჭრის გზები.გავეცანით პუბლიკაციის მოთხოვნებს და დავამზადეთ სარეკლამო ბუკლეტი,ასევე დავზიპეთ საქაღალდე,ვისწავლეთ გაზიპვა.

суббота, 22 апреля 2017 г.

ტრენინგის პირველი დღე

გზამკვლევის გაცნობა დამეხმარა ინტელის ძირითადი კურსის შინაარსის გარკვევაში.შევქმენი საქაღალდე და გავიგე, როგორ უნდა დავაჯგუფო შესანახი ინფორმაცია.განვიხილე პროექტები და 21 საუკუნის უნარ -ჩვევები,რომელიც დამეხმარება პროექტის ცოდნისა და უნარების, მიზანდასახულად, გამოყენებაში.შევქმექნი ახალი ბლოგი.