ტრენინგის მეცხრე დღეს გავაკეთეთ პრეზენტაცია ჩვენ მიერ განსახორციელებელი პროექტების გეგმების, რამდენიმე მასწავლებელმა გადაწყვიტა დაიწყოს პროექტის განხორციელება, პრეზენტაციის დროს ვურჩიეთ ერთმანეთს რომელი აქტივობა უფრო საინტერესოს გახდიდა მოსწავლეთა ჩართულობას , ძალიან მომეწონა რამოდენიმე მასწავლებლის პროექტი;" რატომ წიგნი?" "სიკეთე თუ ბოროტება" ..... . ვფიქრობ , პროექტები აქტუალურია და ბევრის მიმცემი. სხვადასხვა სამოტივაციო პირობის მიცემით მოსწავლეებს გაუჩნდებათ სურვილი იკითხონ დამატებით ლიტერატურა, გამოუმუშავდებათ წიგნის კითხვის უნარი . ასევე გაითავისონ და დაფიქრდნენ სიკეთისა და ბოროტების არსზე. ეს პროექტიები აუცილებლად განუვითარებთ მოსწავლეებს, როგორც დამოუკიდებელი აზროვნების, ასევე წაკითხულის გააზრების,სოციალურ უნარებს.
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ქეთის ასეთი საინტერესო შეხვედრებისთვის,რა თქმა უნდა გარკვეული მოლოდინი მქონდა ამ ტრენინგისგან,მაგრამ მისი დაუზოგავი ენერგიისა და მცდელობის შედეგად, მიღებულმა ცოდნამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ვფიქრობ მივიღეთ ძალიან კარგი რჩევები და შვიძინეთ საჭირო ცოდნა, როგორ ვწეროთ პროექტი ელექტრონული ფორმატით, შეძენილ ცოდნას გავუზიარებთ კოლეგებსაც.